კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის, კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. "ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://nikoraholding.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა
** პროდუქციის და ფასმაჩვენებლების განლაგების სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები:

** თავაზიანობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე