ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა თრაქ ენდ ბასი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 31 ივლ
"თეგეტა თრაქ ენდ ბას" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000148
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ადმინისტრაცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი ადმინისტრაციული მენეჯერის ან ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი; სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office Excel.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის დოკუმენტური მასალების ადმინისტრირება და ფაილინგი; ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
** კომპანიის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბრძანების სახით გაფორმება და გაცნობა თანამშრომლებისათვის;
** თანამშრომელთა მივლინებისთვის საჭირო სამგზავრო დოკუმენტების მომზადება;
** საკანცელარიო შეკვეთების მონიტორინგი და შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კომპანიის სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზება, მიღება და კონტროლი;
** შოურუმში/ოფისში წესრიგის და სისუფთავის კონტროლი;
** თანამშრომელთა დასწრების/გაცდენების/დაგვიანებების აღრიცხვა; თანამშრომელთა დაქირავების/გათავისუფლების ადმინისტრირება და საშვებულებო პერიოდის მონიტორინგი გრაფიკის დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ვაკანსიის გამოცხადების უზრუნველყოფა და შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და გაყიდების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო საქონლის მარაგის კონტროლი და შესაბამისი აქტების მომზადება/ხელმოწერა კლიენტებზე მათი ჩუქების შემთხვევაში;
** კომპანიაში დადგენილი პერიოდულობით სარეკლამო საწყობის აღწერა;
** დადგენილ ვადებში და პერიოდულობით ხარისხის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ხარისხის მართვის პოლიტიკის მიხედვით პროცესების მონიტორინგი, გადაცდომების აღრიცხვა და შესაბამისი შენიშვნების მომზადება;
** ხარისხის მართვის სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საქმიანობის დროული უზრუნველყოფა, სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მომზადება;
** კომპანიის ბეჭდური სარეკლამო მატერიალებით უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანი შეხვედრების ოქმის მომზადება შეხვედრის დროს განხილული საკითხების, საკითხზე პასუხისმგებელი პირისა და საკითხის განხორიცელების ვადების მითითებით;
** კომპანიის წარმომადგენელთა უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების მოკლე ანგარიშის მომზადება საკითხის არსის, პასუხისმგებელი პირების და შემდგომი ნაბიჯების ჩვენებით;
** კომპანიაში დადგენილი წესით და პერიოდულობით რეპორტინგი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/148? და შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 31 ივლისი, 2018 წ.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე