მეტყველების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მეტყველების სპეციალისტი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 27 ივლ
ა(ა)იპ "სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოაციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

ა(ა)იპ "სტუდია ეიდისი" მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს მეტყველების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

მეტყველების სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბენეფიციართა შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
** საარტიკულაციო ორგანოების განვითარების მიზნით მუშაობა;
** ფონემატური სმენის განვითარება. სმენითი ვარჯიშები;
** სწორი არტიკულაციის გამომუშავება;
** მუშაობა კვებასთან (ღეჭვა-ყლაპვასთან) დაკავშირებულ სხვადასხვა სირთულეზე;
** გუნდის წევრებისა და მშობლების კონსულტირება ამა თუ იმ ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროების შესახებ;
** სამუშაო პროცესის განმავლობაში პასუხისმგებლობის აღება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე;
** ბავშვის პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა;
** პერსონალთნ და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი სპეციალობით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Internet).

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

ა) ელ.ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
ბ) გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: adc.vacancy@yahoo.com 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით. "Subject" ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე