კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე; შაბათი დღე საჭიროების შემთხვევაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შესყიდვების სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ პარტიორებთან და მომწოდებლებთან;
** სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
** ახალი მომწოდებლების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
** საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
** სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** საქონლის ნაშთების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა.

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება შესყიდვების სამსახურის უფროსსა და გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ "კატეგორიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ვადა: 25 ივლისი, 2018 წელი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე