მცველი/დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცველი/დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: დეტი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
კერძო დაცვის სამსახური "დეტი" აცხადებს კონკურსს მცველის/დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

კერძო დაცვის სამსახური "დეტი" 2006 წლიდან წარმატებით საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოში ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: სასტუმროების ქსელი "რედისონი", სილქნეტების გაერთიანება, "ჯეოსელი " და ა.შ.

"დეტი" უსაფრთხოების სფეროში ერთ - ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად დასაქმებულია 500 -ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ანაზღაურება: 200-300 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** სიმაღლე 178 სმ-დან;
** სპორტული აღნაგობა;
** ასაკი: 20 წლიდან;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ზრდილობიანი და კულტურული;
** დისციპლინირებული;
** ლოიალური;
** გაწონასწორებული და თავდაჯერებული.

დასაცავი ობიექტები მდებარეობს ქ. თბილისის შემდეგ რაიონებში: ისანი-სამგორი, ძველი თბილისი, ვაკე-საბურთალო, გლდანი-ნაძალადევი, ჩუღურეთი.

თუ თქვენ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV სასურველია ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv.vacancy90@gmail.com და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მცველი", ასევე თქვენი სახელი და გვარი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე