კონსულტანტი - ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი - ქუთაისი, ბათუმი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
კომპანია "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა
** პროდუქციის სტენდებზე განთავსება
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა
** მაღაზიების მენეჯერის სამსახურეობრივი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკის მაღაზიაში)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარის მქონე, კომუნიკაბელური
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული
** მოტივირებული და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** ენერგიული და შრომისმოყვარე
** მოწესრიგებული, სასიამოვნო გარეგნობის

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, სრული განაკვეთი
ხელშეკრულების გაფორმებამდე 2 კვირიანი სტაჟირება. სტაჟირების დამთავრებისას კანდიდატი გაივლის ტესტირებას
ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი + ბონუსი

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მისამართზე: olga.matveeva@mateks.ge. თქვენი ელ. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი - "Vestel კონსულტანტი - ქუთაისი/ბათუმი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე