სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი - თელავი
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
"საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაცია" თელავის ოფისში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქციები:

** დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;
** პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები;
** მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
** ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმებისა და საიაში მიმდინარე პროექტების მიზნების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება/მოძიება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;
** პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;
** კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
** სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება;
** ადვოკატის მოწმობა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი შრომის დისციპლინა;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

ეტაპები:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;
** მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევით შემდეგ ლინკს

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივლისი, 18:00 საათი.

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე