ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / განახლდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 6 აგვ
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

"ინტელექსპრესი" საქართველოში ფუნქციონირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით, კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გააჩნია საკუთარი ფილიალები და ლიცენზიები საბერძნეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში და არის ლიდერი ფულადი გზავნილების ბაზარზე, მათ შორის, საქართველოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე (დილის და საღამოს ცვლა)

საქმიანობის აღწერა: სისტემა ინტელექსპრესთან მუშაობა, პრობლემატური ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციის მიღება, გადამოწმება, პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა, როგორც სისტემურად, ასევე ინფორმაციულად. პარტნიორ კომპანიებთან და შიდა ქსელის ოპერატორებთან სატელეფონო და წერილობითი ურთიერთობა; კომპანიის სერვისებისა და სიახლეების ფლობა, გავრცელება, სატელეფონო კლიენტ სერვისი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet, Outlook);
** ოფიციალური მიმოწერის გამოცდილება;
** საბანკო სფეროში ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

კომპანიისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

მითითებული ვაკანსიის დასაკავებლად, კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს გასაუბრება, ტესტირება (ენებში) და გასაუბრებისას შეთანხმებული გამოსაცდელი სამუშაო პერიოდი (ანაზღაურებადი).

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 11 აგვისტომდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@intelexpress.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ქოლ ცენტრის ოპერატორი" (სხვა შემთხვევაში, CV ვერ განიხილება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე