ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
"პროკრედიტ ბანკი" - ევროპული ბანკი ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად ბანკი ფოკუსირდება ფიზიკური პირების კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე და მათ კომპლექსურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
"პროკრედიტ ბანკი", საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

"პროკრედიტ ბანკი", საქართველოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში შესაძლო ყველაზე მაღალი რეიტინგია. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქსელის ადმინისტრატორი

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ქსელური ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
** Cisco მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება Routing, Switching.
** ფაირვოლებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძირითადი ქსელური ტექნოლოგიების EIGRP, OSPF, Policy Based Routing, HSRP, VTP, STP,VRF, BGP მაღალ დონეზე ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
** VPN ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა, GRE, IPSec, და.ა.შ
** Cisco Unified Call Manager - თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** Cisco Unified Contact Center Express-თან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** F5 მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი (SNMP, NetFlow, Syslog, etc);
** Cisco სერტიფიცირებული ინჟინერი (CCNP ან CCIE).

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის გამართვა/ადმინისტრირება;
** დაშიფრული კავშირის აწყობა სხვადასხვა კომპანიებთან;
** ქსელის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** წარმოქმნილი ხარვეზების/პრობლემების მოკვლევა და მოგვარება;
** ქსელის მონიტორინგი;
** ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტროლი.
** ქსელის და ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის და დეტალური გეგმის შემუშავება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr.info@procreditbank.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე