ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Green Panorama
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
სასტუმრო "Panorama Green" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** აწარმოებს ეფექტურ და ზრდილობიან მომსახურებას, ცდილობს დამსვენებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი.
** ახორციელებს ნომრების კონტროლს სტუმრების ჩამოსვლამდე და გასვლის შემდეგ, მათ შორის სისუფთავეს, ჰიგიენას, მინიბარის მდგომარეობას, ნომრის ინვენტარის ხელუხლებლობას.
** ახორციელებს მაცხოვრებლების ინფორმირებას, მათ შორის ფასიან სერვისებზე, აკონტროლებს მათ გადახდას და მიწოდებას.
** აწვდის მომხმარებელს ზეპირსიტყვიერ რჩევებს კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის შესახებ.
** იღებს და აფორმებს საჭირო დოკუმენტაციას.
** ინფორმირებას უწევს ხელმძღვანელობას არსებული ხარვეზების შესახებ.

პიროვნული თვისებები:

** ზრდილობიანი და ყურადღებიანი დამოკიდებულება ადამიანებთან.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ყურადღების მიქცევა დეტალებზე.

კვალიფიკაციური მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
** Microsoft Word-ის, Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** ინტერნეტ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება: Email; Outlook; Facebook.com; WhatsApp.
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება ონლაინ ჯავშნების პლატფორმებთან Booking.com, Expedia.com.

სამუშაო დრო: ყოველ მესამე დღეს მორიგეობა 10:00-დან მეორე დღის 10:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსები (400-600 ლარი). კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vakanci.info@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე