ფრანგული ენის მცოდნე ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფრანგული ენის მცოდნე ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: CMX Solutions
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
შპს "სი ემ იქს სოლუშენს"-ი არის გერმანული კომპანია, მრავალენოვანი ქოლ ცენტრი, რომელიც ემსახურება რამდენიმე მსხვილ ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ორგანიზაციას. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ბერლინში, გერმანია. კომპანიის ოფისები მდებარეობს საქართველოში, თბილისში და მაკედონიაში. ჩვენი გუნდის გაფართოების მიზნით თბილისში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს:

ფრანგული ენის მცოდნე ქოლ-ცენტრის ოპერატორებს/ კლიენტების მომსახურების წარმომადგენელს (გაყიდვები არ არის) სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.

კომპანია ძირითადად ორიენტირებულია შემომავალ ზარებზე და ასევე აქვს გამავალი ზარების სერვისიც. კომპანია ახორციელებს მომხმარებლების მომსახურებას წერილობითი ფორმითაც.

ამოცანები:

** პასუხის გაცემა მომხმარებლებისგან შემოსულ ზარებზე და ელ. შეტყობინებებზე;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა და კონსულტირება;
** მომხმარებლების საჩივრებისა და მოთხოვნებისა მიღება/მართვა;
** კლიენტთა ზოგადი მომსახურება

მოთხოვნები:

** ფრანგული ენის ცოდნა, მინიმუმ ცოდნის დონე B2/C1;
** კეთილგანწყობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო

ჩვენ ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და კარგ პირობებს
** მუდმივ დასაქმებას
** უფასო სწავლებას და ტრეინინგებს

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: jobs@cmx-solutions.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე