ბუღალტერი/მთავარი ბუღალტრის თანაშემწე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი/მთავარი ბუღალტრის თანაშემწე - ბათუმი
მომწოდებელი: ელთ კომპანი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / განახლდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანი" 15 წლიანი გამოცდილებით გასცემს სალომბარდე, იპოთეკურ და ავტო სესხებს, ასევე თავაზობს მომხმარებელს სწრაფ ფულად გზავნილებს, ამ სერვისებს წარმატებით ახორციელებს ორგანიზაციის 150-ზე მეტი თანამშრომელი კომპანიის 22 სერვისცენტრში და ეს მონაცემები ყოველდღიურად იზრდება, კომპანიის შესახებ ინფორმაცია დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე, მიჰყევით ბმულს - http://eltcompany.ge/

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის (მთავარი ბუღალტრის თანაშემწის) თანამდებობაზე ბათუმში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი/ბაკალავრი (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით).
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება/გაგზავნა, საგადასახადო სამს. ურთიერთობა;
** სტატისტიკის ფორმების შევსება;
** სხვადასხვა შიდა რეპორტების მომზადება.

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

** ფინანსური აღრიცხვა;
** ბუღალტერია;
** საგადასახადო კოდექსი;
** ERP სისტემებში მუშაობის (სასურველია Exact-ში) გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Outlook, Ms Excel, Ms Word);
** ინგლისური ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ნორმალურ ფოტოსურათთან ერთად საფინანსო ორგანიზაცია ელთ კომპანის" წარმომადგენლების ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: anna.jioshvili@eltcompany.ge ან veriko.abuladze@eltcompany.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - ექსპერტ-შემფასებელი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე