მოლარე, კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე, კონსულტანტი
მომწოდებელი: ფეხსაცმლის მაღაზია
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
ფეხსაცმლის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილი: 1
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის #13

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** ნაშთების რაოდენობის კონტროლი
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: keiesgroup2015@gmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე