გენერალური დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გენერალური დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
შპს "ვაჟა ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მედიცინა/ჯანდაცვა;
** სამედიცინო მენეჯმენტში და კლინიკის მართვაში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

სამუშაოს აღწერილობა:

შპს "აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას. კანდიდატის ფუნქციები - დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემის ხელმძღვანელობა, კლინიკური მენეჯერის ფუნქცია, კომპანიაში მიმდინარე ყველა პროექტის კოორდინაცია და მონიტორინგი.

ანაზღაურება კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: info@enmedic.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე