ანალიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი
მომწოდებელი: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება" აცხადებს სტაჟირებას ანალიტიკურ დეპარტამენტში.

ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციოლოგიური/სტატისტიკური ან ეკონომიკური ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
** კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა უწყებიდან/ორგანიზაციიდან მიღებულ დოკუმენტებზე კომენტარებისა და მოსაზრებების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალურ ან ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი ან ამავე პროგრამის სტუდენტი;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** SPSS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკონკურსო თემატიკა:

** შრომითი სფეროს თანამედროვე გამოწვევები;
** საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წესდება (ხელმისაწვდომია ორგანიზაციის საიტზე http://www/gtuc.ge);
** საქართველოს ეკონომკური მდგომარეობის ანალიტიკური შეფასება.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე giorgitchanturidze@gtuc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე