აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 10 აგვ
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები. აღმასრულებელი დირექტორის დაქვემდებარებაშია შემდეგი დეპარტამენტები: საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის, საგადახდო სისტემების, იურიდიული, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის, ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტები და პროექტების მართვის ოფისი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ეროვნული ბანკის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების მართვის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა და გაძღოლა: დეპარტამენტების საქმიანობაში თანამშრომელთა სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა; თანამშრომელთათვის შესრულების სტანდარტის დაწესება და მისი დაცვა; თანამშრომელთა მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიზნის მიღწევაში შეტანილი წვლილის დაფასება; დეპარტამენტების შიგნით ერთიანი გუნდური სულისკვეთების შექმნა; თანამშრომელთა მოტივირებაზე ზრუნვა; თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების ამოცანებისადმი განხორციელებული აქტივობების ადეკვატურობის კონტროლი;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების საქმიანობის სფეროებში არსებული უახლესი მეთოდებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო გამოცდილების გაცნობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საფინანსო სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება; მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის 5 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება მაგისტრის ხარისხით (სასურველია საფინანსო სფეროში);
** უცხო ენის (ინგლისური) უმაღლეს დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა.

სასურველია:

** საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის შესახებ საბაზისო ცოდნის ფლობა;
** ფინანსური ანგარიშგებების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით მომზადების გამოცდილება;
** ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვის გამოცდილება;
** საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის დაგეგმვის, ამოცანების ეფექტიანად დელეგირებისა და მიღწეული პროგრესის მონიტორინგის უნარი;
** თანამშრომელთა განვითარებაზე ორიენტაცია;
** დელეგირების უნარი;
** ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენების უნარი;
** შიდა კომუნიკაციის ეფექტიანად დაგეგმვისა და წარმართვის უნარი;
** ცოდნის მართვის და გაზიარების სისტემების დანერგვისა და გამოყენების უნარი;
** კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: 11588 ლარი (დარიცხული)

კონკურსის ფორმა: შერჩევა განხორციელდება გასაუბრების მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადი გააკეთოთ მითითებული ბმულის https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50917?active=1 საშუალებით მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე