ინსტალატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინსტალატორი - ქუთაისი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 31 ივლ
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ინსტალატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამომუშავებით

სამუშაოს აღწერილობა:

** ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** აბონენტებთან შიდა ქსელის დაზიანებების აღმოფხვრა;
** აბონენტთან შიდა ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია;
** კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი და გამართვა;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი;
** აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ უნარები:

** სასურველია ტექნიკური განათლება (სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
** აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომანქანის ფლობა;
** სახელმწიფო ენის ფლობა;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

1. გასაუბრება
2. სტაჟირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე