მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 20 ივლ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, ფუნქციონირების მონიტორინგი და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათში როლების, მომხმარებლებისა და უფლებების განაწილება მოთხოვნის შესაბამისად
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირების უზრუნველყოფა და მათი აღდგენა აუცილებლობის შემთხვევაში
** ბიზნეს პროცესების შესრულების დროს მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილი შეცდომებისა და უზუსტობების აღმოფხვრა
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება
** მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია
** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება
** მონაცემთა ბაზების Oracle DBMS/MS SQL Server ადმინისტრირების გამოცდილება
** მონაცემთა ბაზების მართვის სიტემის სტანდარტული ინსტრუმენტების (PL/SQL Devloper, SQL Plus, SQL Management Studio და სხვ) ცოდნა
** SQL, PL/SQL და T-SQL ცოდნა
** თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის ცოდნა
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

სასურველი: HP-UX, Windows, Linux ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა

სავალდებულო უნარები და თვისებები:

** სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალობა
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge და გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ CV-ში ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ივლისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე