იურისტის ასისტენტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტის ასისტენტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 20 ივლ
"ბიდიო ლეგალი" იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია აცხადებს იურისტის ასისტენტის (სტაჟიორი) ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვერე ბიზნეს ცენტრი, ი. თარხნიშვილის #2

აღწერა:

"ბიდიო ლეგალი" იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის (სტაჟიორი) პოზიციაზე. სტაჟირება გრძელდება ექვსი თვის განმავლობაში და ეს პერიოდი არის ანაზღაურებადი; მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება დასაქმება კომპანიაში.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ხელმძღვანელის დახმარება იურიდიული მომსახურების გაწევის პროცესში; მათ შორის სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელებისას;
** დამკვეთებთან ურთიერთობა;
** სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია საქმიანობის პროცესში;
** საკონსულტაციო წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების დრაფტების მომზადება, მათ შორის ინგლისურ ენაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი კერძო სამართლის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "იურისტის ასისტენტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.07.2018.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე