სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სასტუმრო ლისი ჰილსი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
სასტუმრო "ლისი ჰილსი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტულ და სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და სასტუმროს პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა კორპორატიული ფასის დადგენა მენეჯერთან შეთანხმებით;
** ჯგუფური ჯავშნების მიღება და სისტემაში გატარება.


ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გაყიდვების სისტემის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** აუცილებელია სასტუმროში გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

2. მცხობელ-კონდიტერი

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ცომეულის და ტკბილეულის მომზადება და შენახვა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
** სამზარეულოს უსაფრთხოების წესების დაცვა;
** შეკვეთის დროული მომზადება და გაშვება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა.

უნარები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მოწესრიგებული;

3. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება;
** ა ლა კარტ მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** დილის ბუფეტის მომსახურება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

უნარები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: info@lisihillshotel.ge და თემის სათაურში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე