კლიენტთა მომსახ. ოფიცრის სტაჟირების პროგრამა - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტთა მომსახ. ოფიცრის სტაჟირების პროგრამა - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 11 ივლ / განახლდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
თანდართული ფაილი: 182542-fincabank-intern-form.doc
ფინკა ბანკი საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ და აცხადებს კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სტაჟირების პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაეუფლოთ კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პროფესიას. თუ გხიბლავთ დინამიური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

სტაჟირება ცხადდება:

** თბილისის რეგიონი: დიდუბის სერვის ცენტრი - 1 ვაკანტური თანამდებობა
** ქვემო ქართლის რეგიონი: მარნეულის სერვის ცენტრი - 1 ვაკანტური თანამდებობა

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 ივლისი 2018

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

** საოპერაციო პროდუქტები (ანაბრები, ანგარიშები, გადარიცხვები, გზავნილები)
** საკრედიტო პროდუქტები
** გაყიდვების ტექნიკები
** სალაროს ოპერაციები
** მომსახურების სტანდარტი

სტაჟირების პროგრამა არის ანაზღაურებადი: 200 ლარი
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე
სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

როგორ ხდება შერჩევა?

კონკურსი არის 3 ეტაპიანი და მოიცავს:

** შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესდით?

მაშინ გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა, მიუთითოთ სტაჟირების სასურველი ლოკაცია და გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით: vacancy@finca.ge გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითეთ "კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება - ადგილმდებარეობა" მაგ.: "კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირება - დიდუბე"

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ, დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე