შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 11 აგვ
სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" 2014 წლიდან ახორციელებს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის გრანტის (GEO-T-NCDC) პროგრამებს: "ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამას" და (GEO-H-NCDC) "საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით".

სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების ფარგლებში. შესყიდვების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია პროგრამების დირექტორის და შესყიდვების მენეჯერის წინაშე.

განაცხადის ვადა: 10/07/2018-22/07/2018
მდებარეობა: ქ. თბილისი 0177, მ. ასათიანის ქ. #9
ელ. ფოსტა: hr@ncdc.ge;
ტელეფონი: 2192594/95/96
სამუშაო განკვეთი: სრული
ანაზღაურება: 3425 ლარი (დარიცხული თანხა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის განხრით;
** სპეციალური ტრენინგები შესყიდვების განხრით;
** ელექტრონული შესყიდვების ადგილობრივი კანონმდებლობის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სერვისების და პროდუქტების შესყიდვის ცოდნას და გამოცდილებას;
** პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო რეგულაციების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ მართვის ელექტრონულ (მაგ.: როგორიცაა ERP) სისტემაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
** დისციპლინირებულობა და საიმედოობა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** შესყიდვებისა და მომარაგების მართვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** ადგილობრივი და გლობალური ფონდის რეკომენდაციების თანახმად ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამისათვის შესყიდვების გეგმის მომზადება; შესაბამისი ცვლილებების მომზადება;
** პროდუქციის/მომსახურების საბაზრო ფასის უახლესი მონაცემების მოპოვების მიზნით ბაზრის კვლევის განხორციელება, ტენდერის ჩატარებამდე ზუსტი პროგნოზული მონაცემების შემუშავება;
** სატენდერო განაცხადის, სატენდერო დოკუმენტაციის, შემოთავაზების მოთხოვნის და პროდუქციის/მომსახურების შეძენისათვის საჭირო ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მათი ატვირთვა შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში;
** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მართვის მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, მათ შორის: საქონლის მიღების, ტრანსპორტირების, დასაწყობების უზრუნველყოფა; კონტრაქტის პირობებთან მათი შესაბამისობის დადგენის უზრუნველყოფა; მიწოდების და მიღების უზრუნველყოფა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
** გლობალური ფონდის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ გლობალური ფონდის და ERP ელ. სისტემაში ინფორმაციის შეტანა;
** გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა მათი მოვალეობების შესრულების პროცესში;
** დკსჯეც-ის შესაბამის დეპარტამენტებთან შეთანხმებული მუშაობა;
** პროგრამის საჭიროებისამებრ სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ncdc.ge

** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი, შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, სერტიფიკატები, კონტრაქტების ასლები და ა. შ.);
** ორი რეკომენდატორის გვარი და სახელი, თანამდებობა, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი;

გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე.

შერჩეულ კანდიდატს ხელშეკრულება გაუფორმდება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით, რომელიც გაგრძელდება გამოსაცდელი ვადის რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

გასაუბრება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე