სერვის ადმინისტრატორი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვის ადმინისტრატორი - ყვარელი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ივლ / ბოლო ვადა: 24 ივლ
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის (სარეზერვო თანამშრომლის) თანამდებობაზე ყვარელში.

ვაკანსიის კოდი: VC2767
ადგილმდებარეობა: ყვარლის ს/ც #1
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
** განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური: კარგი
** რუსული: კარგი

უნარები:

** აქტიურობა;
** გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა;
** კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
** კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
** კლიენტისგან შევსებული განაცხადის მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად;
** ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება;

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2767

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე