IT აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT აუდიტორი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ივლ / ბოლო ვადა: 24 ივლ
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას IT აუდიტორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2766
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: აუდიტი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები

** ანალიტიკური უნარი
** სკეპტიკური აზროვნების უნარი
** ფარული რისკების იდენტიფიცირების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დამატებითი მოთხოვნები

** ბანკში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე ან სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების და მართვის სისტემების ცოდნა;
** IT სამსახურების ორგანიზებისათვის გამოყენებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა;
** IT აუდიტისათვის გამოყენებული ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების ცოდნა

სამუშაოს აღწერა

** შეაფასოს საინფორმაციო სისტემების გამოყენებით შექმნილი რისკები;
** შეამოწმოს ძირითადი ბიზნეს პროცესები და მათი მუშაობის უზრუნველმყოფელი საინფორმაციო სისტემები;
** შეამოწმოს ბანკში მიმდინარე პროცესები და სტანდარტები დაკავშირებული , BC და DR გეგმებთან.
** განახორციელოს ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმდინარე პროცესების და ტექნოლოგიების აუდიტი;
** შეამოწმოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურების მხრიდან მიწოდებული სერვისების დონეების კონტროლის პროცესები

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/2766
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე