ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 ივლ / ბოლო ვადა: 23 ივლ
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2764
ადგილმდებარეობა: სათაო
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი
** განათლება: მაგისტრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - ძალიან კარგი.

უნარები:

** ანალიტიკის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ბანკისადმი ლოიალურობა
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მენეჯერული უნარები.

დამატებითი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიკის/ფინანსების/მენეჯმენტის სფეროში, სასურველია (GPA >3.0);
** უპირატესად ჩაითვლება MBA დასავლური უნივერსიტეტებიდან;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიდ ორგანიზაციაში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის დიდი გუნდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** განყოფილების საქმიანობის მართვა კორპორატიულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე დაფუძნებით;
** სამშენებლო პროექტების მართვა;
** თანამშრომლების მოტივირებულ გუნდად ჩამოყალიბება და სტიმულირება;
** თანამშრომლების განვითარების შესაძლებლობების შექმნა;
** განყოფილების თანამშრომლებს შორის ფუნქციების ეფექტური განაწილება;
** თანამშრომელებისთვის მიზნების და ამოცანების დასახვა;
** თანამშრომელებთან დროული უკუკავშირის დამყარება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ და მათი პერიოდული და ობიექტური შეფასება;
** მენეჯმენტის მიერ დასახული მიზნების შესრულება;
** განყოფილების საქმიანობის პროცედურულ-ინსტრუქციულ ბაზაზე დაფუძნება და მისი შესრულების კონტროლი;
** რისკების მინიმიზაცია და განყოფილების ეფექტურობის გაზრდა;
** განყოფილების კონტროლი არაეფექტური/არაეკონომიური შესყიდვებისგან/ხარჯებისგან მიღებული ფინანსური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად;
** გარიგებების ფინანსური გარანტიების და გადახდის პირობების ოპტიმალურობის უზრუნველყოფა;
** ბანკის თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** დოკუმენტაციის შენახვის, საიმედოობის, სისრულის უზრუნველყოფა;
** ანალიტიკური ფუნქციის განვითარებაზე ზრუნვა;
** ფინანსური ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/2764

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23 ივლისი, 2018 წ.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე