გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო City Center
გამოქვეყნდა: 7 ივლ / ბოლო ვადა: 7 აგვ
კომპანია "სითი გრუპი", რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასტუმროს მართვის პროგრამის (Opera/Fidelio) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებული;
** კრეატიული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ლიდერული თვისებები.

მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და შედეგების ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სოციალური ქსელების მართვა;
** კორპორატიული მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და დაინტერესება;
** გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გუნდის მართვა.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV, ელ. ფოსტაზე: hr@city-group.ge. წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი".

"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: http://cityavenue.ge/ და https://www.facebook.com/citycentertbilisi/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე