არქივის მიმართულების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არქივის მიმართულების უფროსი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 4 ივლ / განახლდა: 13 ივლ / ბოლო ვადა: 28 ივლ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს არქივის მიმართულების უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა)
განსაკუთრებული მინიშნება: თანამშრომელს მოუწევს ქსელის მასშტაბით მივლინებების განხორციელება

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივად მოწესრიგება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დოკუმენტაციის მდგომარეობისა და შენახვის კონტროლი;
** ცნობების, ამონაწერების და ასლების გაცემა შენახული დოკუმენტაციის მოთხოვნის და გაცემის დადგენილი წესის შესაბამისად
** დოკუმენტაციის აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის სხვა წესებთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების მოძიება და განხორციელება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სავალდებულოა იურიდიული მიმართულებით;
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა იურისტის პოზიციაზე ან დოკუმენტაციის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** ანალიტიკური უნარები;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 ივლისი, 2018.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/arqivis-mimartulebis-ufrosi-tbilisi2.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე