მაცივრის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაცივრის ხელოსანი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 4 ივლ / ბოლო ვადა: 4 აგვ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, ხსნის ახალ მაღაზიას, აღმაშენებელზე და აცხადებს კონკურსს მაცივრის ხელოსნის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 3 წლიანი, გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალ ობიექტებზე მაცივარ-დანადგარების განთავსება, ქსელის და დანადგარების გამართვა;
** სავაჭრო ობიექტების მაცივრების გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** გაჟონვის დაზიანების პოვნა/აღდგენა, ფილტრის შეცვლა, თერმოსტატის შეცვლა, ტაიმერის შეცვლა,ფრეონის დამატება, გალღობა, გაწმენდა, ვენტილატორის გამოცვლა, კონდესატორის გამოცვლა, კომპრესორის შეცვლა, კაპილარული მილის შეცვლა, ტენის შეცვლა;
** სავაჭრო ობიექტებზე მაცივრების საერთო მდგომარეობის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელისგან ყოველდღიური მითითებების მიღება;
** შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მაცივრის ხელოსანი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 7 დღის ვადაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე