საკრედიტო ოფიცერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 3 ივლ / ბოლო ვადა: 17 ივლ
თანდართული ფაილი: 181626-fincabank-app-form.doc
"FINCA Bank Georgia" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე ზუგდიდის სერვის ცენტრში.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
ვაკანტური თანამდებობა: 2

** თქვენ ორიენტირებული ხართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე,
** თქვენ უკვე გაქვთ საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება,
** თქვენ ხართ ლოიალური და კლიენტზე ორიენტირებული,
** თქვენ ხართ წარმატებული გაყიდვების სფეროში და გაქვთ სურვილი და ამბიცია იყოთ არა მხოლოდ წარმატებული, არამედ გახდეთ N1 და მიიღოთ სათანადო აღიარება,
** თქვენთ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული, მოქნილი და დინამიური,
** თქვენთვის სითბოზე და ნდობაზე აგებული ურთიერთობა მნიშნელოვანია,
** თქვენ იზიარებთ პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების პრიციპებს,

მაშინ საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია თქვენთვის არის!

ძირითადი ფუნქციები:

საკრედიტო ოფიცერი სწავლობს ბაზარს, ახორციელებს პოტენციური საბაზრო არეალის იდენტიფიცირებას და შესაბამისად პროდუქტების პრეზენტაციას; უწევს კონსულტაციას კლიენტებს, ახდენს მათი მოთხოვნების იდენტიფიცირებას და მოთხოვნების შესაბამისად სთავაზობს პროდუქტებს. ჯვარედინი გაყიდვების თუ გაყიდვების სხვა ტექნიკის გამოყენებით ახორიციელებს ფინკა ბანკი საქართველოს პროდუქტების გაყიდვას. ახორციელებს ბიზნესს ანალიზს და აფასებს საკრედიტო რისკებს. მართავს ხარისხიან საკრედიტო პორტფელს და ზრუნავს კლიენტთა მაღალი კმაყოფილების ხარისხის შენარჩუნებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
** მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში საკრედიტო ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS WORD, MS Excel) ცოდნა; საბანკო მომსახურების პროგრამის ცოდნა (ALTA)
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; სასურველია რუსული ენის სასუბრო დონეზე ცოდნა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა. (არ განიხილება გამოგზავნილი რეზუმე "CV").
სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ გამოაგზავნოთ: vacancy@finca.ge. გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში მიუთითოთ "საკრედიტო ოფიცერი (ზუგდიდი)".

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2018

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე