უფროსი საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 2 ივლ / ბოლო ვადა: 7 აგვ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე თბილისის სერვის ცენტრებისათვის.

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** $2,000,000 -მდე საკრედიტო პროექტების დამუშავება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორტფელის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
** ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** ბიზნეს ურთიერთობების დამყარების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა,ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ

სასურველია:

** მაგისტრის ხარისხი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გაყიდვების წარმოებისათვის აუცილებელი უნარების ფლობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 7 აგვისტო.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე