სამედიცინო განათლების პროგრამა: ანტენატალური მეთვალყურეობა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო განათლების პროგრამა: ანტენატალური მეთვალყურეობა
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 29 ივნ / ბოლო ვადა: 29 ივლ
სამედიცინო კორპორაცია ევექსი სერტიფიცირებული მეან/გინეკოლოგებისთვის აცხადებს მიღებას, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ (აკრედიტაციის Nრს - 498), უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაზე "ანტენატალური მეთვალყურეობა: ნაყოფის მდგომარეობის მონიტორინგი, პათოლოგიური მდგომარეობის დროული იდენტიფიცირება და ადექვატური მართვა".

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის N01-71/ნ ბრძანების "პერინატალური სამსახურების რეგიონიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ" თანახმად, ყველა დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მეან/გინეკოლოგი ვალდებულია, 2 წელიწადში ერთხელ გაიაროს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა "ანტენატალური ზედამხედველობა".

პროგრამის ხელმძღვანელი:

თამარ ანთელავა - სამედიცინო კორპორაციის სამეანო EVEX - ის სამეანო/გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი, თსსუ - ს მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, EVEX- ის სარეზიდენტო პროგრამის "მეანობა და გინეკოლოგია" ხელმძღვანელი. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი.

პროგრამის მიზანია:

მკვდრადშობადობის სიხშირის შემცირება. ანტენატალურ პერიოდში ნაყოფის მონიტორინიგი, ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობის დროული გამოვლენის მეთოდების და ადექვატური/დროული ინტერვენციების სრულყოფილი დანერგვა. პროგრამა მოიცავს 2017 წელს განახლებული ანტენატალური მეთვალყურეობის პროტოკოლის და სხვა უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს.

პროგრამის ხანგრძლივობაა 4 დღე.
ჯგუფი შედგება 12-15 მსმენელისგან და ტრენინგი ჩატარდება ეტაპობრივად ჯგუფების შევსების შესაბამისად.
ტრეინინგის ჩატარების შესაძლო ლოკაციები: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.
პროგრამის ღირებულება: 200 ლარი.

განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

** სახელმწიფო სერტიფიკატი
** პირადობის მოწმობის ასლი და
** ავტობიოგრაფია/CV.

დოკუმენტების ასატვირთად, გთხოვთ, გახსენით ლინკი: განაცხადის გაკეთება

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე