გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: მედიქსი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
სადისტრიბუციო კომპანია შპს "მედიქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისელერის) თანამდებობაზე თბილისში.

დადგენილი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10.00-დან 18.00 სთ-მდე.
ანაზღაურება ფიქსირებული კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსები (ხელფასის ზრდის პერსპექტივით).

მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული და მსხვილი კლიენტების მოძიება, მოზიდვა
** გეგმის შესრულებაზე ორიენტირებულობა.
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტაბელურობა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა

გთხოვთ გამოგვეხმაუროთ მხოლოდ ამ პოზიციით დაინტერესებული პირები და გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება!) შემდეგ ელ. მისამართზე: office.001@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე