ტექნიკური კორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური კორდინატორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპპა-ს ბალანსზე არსებული ტერმინალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** დაზიანებული ტერმინალების მოძიება ტექსაპორტიდან და ტექნიკოსებზე დავალების გადაცემა;
** ტექნიკოსებზე გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი;
** ოპერატიული ტექნიკოსების მართვა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება IT სფეროში
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office, Outlook)

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 14 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე