გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სოლო ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
სამშენებლო-დეველოპერული და ამწე საშუალებების იმპორტიორი კომპანია "სოლო ქონსთრაქშენი"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება
** პროდუქტის პრეზენტაცია, პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტების შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და წარმოება;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების პროცესის მართვა და შესაბამისი ანგარიშების/ანალიზის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** საოფისე, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, PowerPoint, MS Excel).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება და ლოგიკურად მსჯელობის უნარი;
** გამართული საუბრის მანერა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

ანაზღაურება: ფიქსირებული/ყოველთვიური 480 ლარი, და ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsoloconstruction@gmail.com და "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე