ფარმაცევტ-ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფარმაცევტ-ტექნოლოგი
მომწოდებელი: ივერიაფარმა
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
"ივერიაფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტ-ტექნოლოგის (სამკურნალო საშუალებების წარმოება) თანამდებობაზე.

ვალდებულებები:

** საკანონმდებლო მოთხოვნების, კომპანიის პრინციპების, პოლიტიკის, სათანადო საწარმო პრაქტიკის ნორმების, სტანდარტული პროცედურების დაცვა;
** ნედლეულისა და მასალების ხარჯვითი ნორმების განსაზღვრა;
** საწარმო უბნების, მოწყობილობების მდგომარეობის კონტროლი;
** რეგლამენტირებული საწარმო პროცესების კონტროლი, მათი სწორად და უსაფრთხოდ წარმართვის უზრუნველყოფა;
** გადახრების დროულად აღმოფხვრა, აღრიცხვა, ანალიზი;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** ექსპერიმენტულ სამუშაოებში მონაწილეობა ახალი ტექნოლოგიური პროცესების ათვისების მიზნით, მათი დანერგვა წარმოებაში;
** კვალიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესებში მონაწილეობა;
** წარმოების პროცესის და ტექნოლოგიური რეჟიმის კორექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროულად განახლება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
** ფარმაცევტულ საწარმოში სპეციალობით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
** ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო და მარეგულირებელი ნორმატივების ცოდნა;
** სამკურნალო საშუალებების საწარმოო და ხარისხის კონტროლის ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტის - GMP-ის ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა (ზეპირი და წერითი კომუნიკაცია).

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი; ხელფასი განისაზღვრება გასაუბრების ბოლოს მოლაპარაკების საფუძველზე. სამუშაო გრაფიკი არის 5/2, 9.00 დან 18.00 საათამდე; შესვენება 13.00-14.00.
კომპანია მდებარეობს დიღომში შ. გოგიძის ქუჩაზე.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: gurcho@iveriapharma.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე