ტენდერი სარემონტო მომსახურებაზე - ქუთაისი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სარემონტო მომსახურებაზე - ქუთაისი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 2 ივლ
"ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამა აცხადებს ტენდერს "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" პროგრამის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სარემონტო მომსახურების შესყიდვაზე.

ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სარემონტო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით ;
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;
** ყველა დოკუმენტი უნდა წარდგეს ქართულ ენაზე.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეშიეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის რემონტი.

სარემონტო სამუშაოები:

** კედლებისა და ჭერის შეფითხვნა, დაზუმფარება, შეღებვა( 438 m2);
** იატაკის დაზუმფარება და მოლაქვა (60 კვ.მ);
** დაზიანებული ხის პარკეტის შეცვლა (10 კვ.მ);
** ლამინირებული პარკეტის დაგება (12 კვ.მ);
** დაზიანებული მეთლახის შეცვლა (3 კვ.მ) ;
** კარებების და ფანჯრის რაფების დამუშავება და შეღებვა (46 კვ.მ).

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2018 წლის 01 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით
მომსახურების გაწევის ადგილი: ქუთაისი, ახალგაზრდობის მე-3 შესახვევი.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ ეს-ო-ეს ""ბავშვთა სოფლის პროგრამის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სარემონტო მომსახურების შესყიდვა".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 2 ივლისი, 15:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. მე-3 შეს.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე