ინსინერატორის ოპერატორი, სპეც. ავტომობილის მძღოლი/ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინსინერატორის ოპერატორი, სპეც. ავტომობილის მძღოლი/ექსპედიტორი
მომწოდებელი: ეკო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
შპს "ეკო ჯგუფი", სამედიცინო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენების განადგურების კომპანია, ეძებს სამუშაოდ მონდომებულ კანდიდატებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ნარჩენების გამანადგურებელი დანადგარის (ინსინერატორი) მართვის ოპერატორი (ორი კანდიდატი)

ოპერატორების ძირითადი მოვალეობებია:

** ინსინერატორის საქარხნო და საქართველოს დადგენილი კანონმდებლობის ფარგლებში მუშაობის უზრუნველყოფა.
** ინსინერატორის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და დამსაქმებლის შეტყობინება
** ნარჩენების დროული განადგურება ინსინერატორის მეშვეობით.
** ნარჩენების კონტეინერების დროული რეცხვა/დეზინფექცია, რათა არ შეფერხდეს მათი კონტრაქტორებისთვის მიწოდება.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ასევე დამოკიდებულია გასანადგურებელი ნარჩენების რაოდენობაზე)
ანაზღაურება: 600 ლარი, მზარდი

დანადგარი არის მარტივი, მისი ოპერირება და სხვა დამხმარე საქმიანობა შეისწავლება ადგილზე.

2. სახიფათო ნარჩენების სპეციალური ავტომობილის მძღოლი/ექსპედიტორი (ორი კანდიდატი)

მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ცნობდეს თბილისის ქუჩებს
** უნდა შეეძლოს "Ford Transit" პატარა სატვირთო ავტომობილის მართვა.

მოვალეობები:

** სამედიცინო და სხვა დაწესებულებებიდან სახიფათო ნარჩენების სპეციალური კონტეინერებით/პარკებით ნარჩენების გამოტანა და ავტომობილის დატვირთვა, ასევე ცარიელი ახალი კონტეინერების მიტანა და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განლაგება
** ქვეკონტრაქტორთან მუდმივი კავშირი
** პრობლემის გამოვლენა და დროული რეაგირება
** კომპანიის კუთვნილ ავტომობილის მოვლა (იყოს მუდმივად გარეცხილი, სუფთა და ტექნიკურად გამართული).

სამუშაო განაკვეთი: სრული (ასევე დამოკიდებულია ნარჩენების რაოდენობაზე, შეგროვების პუნქტების რაოდენობაზე)
ხელფასი: 600 ლარი, მზარდი

ტელ: 595 131002, 577 792929
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე