აღმრიცხველი - ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღმრიცხველი - ქობულეთი
მომწოდებელი: კრისტალ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 13 ივლ
სამშნებლო კომპანია შპს "კრისტალ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას აღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ქობულეთი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800-1000 ლარი

სამუშაოს აღწერა:

** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი შეძენების, ნაღდი ფულის მოძრაობის, სასაქონლო ზედნადებების (რეალიზაცია, შიდა გადაადგილება) rs.ge ატვირთვა.
** აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის: მიღება-ჩაბარების, საქონლის ჩამოწერის აქტები, სალაროს შემოსავალ-გასავლის ორდერების, სასაქონლო ზედნადებების) მათი კანონიერების, დროულად და სწორად წარმოების კონტროლი, წარმოების აღრიცხვის დოკუმენტების წარმოება,
** ფინანსური განყოფილებისთვის და მენეჯმენტისთვის რეპორტების უშეცდომოდ მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სამუშაო გამოცდილება ORIS პროგრამაში - მინიმუმ 1 წელი
** საოფისე პროგრამების Microsoft Word და Excel სრულყოფილად ცოდნა
** მშენებლობაში აღმრიცხველად მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნა -აუცილებელი

უნარები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში უშეცდომოდ მუშაობა
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.kldiashvili@crystalbuilding.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე