საწყობის გამგე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის გამგე
მომწოდებელი: კრისტალ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 13 ივლ
სამშენებლო კომპანია შპს "კრისტალ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. 5
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800-1200 ლარი

სამუშაოს აღწერა:

მატერიალური ფასეულობებისა და სხვა ინვენტარის გაწერა-აღრიცხვა, ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა-ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა- პატრონობა და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე ზრუნვა, საწყობში განთავსებული ინვენტარის კონტროლის ორგანიზება Excel-ის საშუალებით, ხელმძღვანელობისათვის პერიოდული ანგარიშის წარდგენა. შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება. მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა მიწოდება. შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარების აქტებისა და გასავლის ფაქტურების რეესტრის წარმოება, სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება
** სამუშაო გამოცდილება -მინიმუმ ერთი წელი
** საოფისე პროგრამების Microsoft Word და Excel სრულყოფილად ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა - აუცილებელი

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა
** ფიზიკური ამტანობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში უშეცდომოდ მუშაობა
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.kldiashvili@crystalbuilding.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე