შიდა კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 27 ივნ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
** კომპანიის შიგნით სოციალური კამპანიების დაგეგმვა
** სიახლეების შესახებ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** თანამშრომლებთან ხშირი კომუნიკაცია
** სოციალური მედიის გვერდების (Facebook, Linkedin) მართვა
** კრეატიული იდეების, მესიჯებისა და ტექსტების გენერირება
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
** არსებული ვაკანსიების გამოქვეყნება Facebook_ზე
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების აფიშირება სოციალური მედიის საშუალებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ციფრული მედიის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა
** პროექტის, სოციალური კამპანიების დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 27 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: tamar.shaishmelashvili@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე