შეფასებისა და განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შეფასებისა და განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 27 ივნ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას შეფასებისა და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისად სასწავლო პროცესების დაგეგმვა
** კვლევების საფუძველზე, ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების სისტემის შექმნა
** სასწავლო სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავება/დანერგვა
** სასწავლო მოდულის მომზადება
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდის გამოყენებით
** ტესტირებისა და შეფასების სისტემის შექმნა
** ხშირი კონსულტაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ტრენინგის მოდულის შექმნის გამოცდილება
** ეფექტური სწავლებისა და განვითარების მეთოდების ცოდნა
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 27 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: tamar.shaishmelashvili@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე