ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 27 ივნ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. "გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზარზე არსებული ლოგისტიკური კომპანიების მოძიება
** ტვირთვისთვის სატრანსპორტო კომპანიის შერჩევა და გარე მომწოდებლების შერჩევა
** პროდუქციის გადაზიდვის ორგანიზება, მიწოდების ვადების კონტროლი
** გადაზიდვების რენტაბელურობის შეფასება, ტრანსპორტირების რენტაბელურობის შეფასება,
** ტვირთის გადაადგილების კონტროლი განბაჟებამდე
** საბაჟო ბროკერებთან მუშაობა და საბუთების მომზადება საბაჟო გაფორმებისთვის
** მომწოდებლების მიერ შეთანხმების პირობების შესრულების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
** ინგლისური ან/და თურქული ენების ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 27 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject4@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე