კონფერენცია - შემოსავლის აღიარება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონფერენცია - შემოსავლის აღიარება
მომწოდებელი: Nexia TA Academy
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 4 ივლ
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia International-ის ქართული წარმომადგენლობის, კომპანია Nexia TA-ს ბაზაზე შექმნილი Nexia TA Academy, გიწვევთ კონფერენციაზე თემით "შემოსავლის აღიარება და მასთან დაკავშირებული სირთულეები: IFRS, IFRS for SMEs, Georgian FRS"
სემინარი განკუთვნილია ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია შემოსავლების აღიარებასთან დაკავშირებით სტანდარტების მიდგომითა და შესაბამისი რეკომენდაციებით.

სემინარზე დასწრებით თქვენ გაეცნობით ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს ქართული რეალობისთვის სამი აქტუალური ფინანსური სტანდარტის გადმოსახედიდან: საკითხი დეტალურად იქნება განხილული როგორც სრული IFRS-ით, ასევე IFRS for SMEs - ითა და ქართული ლოკალური ფინანსური რეპორტინგის სტანდარტით (რომელიც განკუთვნილია მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის).

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ და მიიღონ კომპეტენტური პასუხები და რეკომენდაციები დარგის წამყვანი ექსპერტისაგან.

დასახელება: "შემოსავლის აღიარება და მასთან დაკავშირებული სირთულეები: IFRS, IFRS for SMEs, Georgian FRS"

სემინარს ჩაატარებს ფინანსური კონსულტანტი, პროფესორი შალვა ახრახაძე, CFA;

შეხვედრის თემები:

** შესავალი
** IFRS 15
** IFRS for SMEs: 23-ე განყოფილება
** Georgian Financial Reporting Standard
** პრაქტიკული მინი ქეისები
** კითხვა-პასუხი

კონფერენცია ჩატარდება თბილისში, სასტუმრო მუზეუმ ჰოტელში - MUSEUM HOTEL TBILISI, ვახტანგ ორბელიანის ქ. 8/10;

** თარიღი: 3 ივლისი
** დრო: 11:00 - 14:00
** ჩატარების ადგილი: MUSEUM HOTEL TBILISI, ვახტანგ ორბელიანის ქ. 8/10
** ღირებულება: 40 ლარი
** ფასი მოიცავს COFFEE BREAK-ს

რეგისტრაცია: http://www.goo.gl/n41iNH

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო პირი: ომარ ტერტერაშვილი
ტელ: 598 751 771
ელ-ფოსტა: omar.terterashvili@nexia.ge
ვებ-გვერდი: http://www.nexia.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე