პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 27 ივნ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტებისა და პორტფელის ანალიტიკოსის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 19 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების და პორტფელის სტატისტიკური ანალიზი;
** ანალიზის შედეგების ანგარიშგება, ვიზუალიზაცია;
** ანალიზის საფუძველზე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიცირება;
** ინფორმაციის მოკვლევის მიზნით შიდა და გარე წყაროებთან კომუნიკაცია;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
** განყოფილებებისა და სამსახურების მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში;
** მმართველობითი ფინანსების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა, MS SQL-ის ცოდნა სასურველია;
** ბიუჯეტირების პროცესის პრინციპების ცოდნა;
** მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების მეთოდოლოგიის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 27 ივნისს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე