გადაუდებელი დახმარების სამსახურის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გადაუდებელი დახმარების სამსახურის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მედიქლაბჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 12 ივლ
სამედიცინო ცენტრი "მედიქლაბჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურის მორიგე ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურში შემოსული პაციენტების დახვედრა/დარეგისტრირება;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის;
** სამედიცინო ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარი განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** ანგარიშფაქტურის გენერირება;
** სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორება;
** პაციენტთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციების მართვა;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება;

განათლება და გამოცდილება:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ 2018 წლის 12 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV სურათთან ერთად) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mediclubgeorgia.ge, ხოლო სათაურის გრაფაში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ "ადმინისტრატორი". სხვა შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე