მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ლომბარდი ი/მ იოსები ახალბედაშვილი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 13 ივლ
ლომბარდი "ი/მ იოსები ახალბედაშვილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული (24 სთ სამ დღეში ერთხელ)
შრომის ანაზღაურება: 600-700 ლარი

ფუნქცია -მოვალეობები:

** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება.

სამუშაო გამოცდილება: ლომბარდი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია/ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ნამუშევარი სალაროსთან), ბანკი (ნამუშევარი სალაროსთან), ტექნიკის მაღაზიაში (ტექნიკაში უნდა ერკვეოდეს).

განიხილება მხოლოდ იმ აპლიკანტების CV, ვინც კარგად ერკვევა ტექნიკაში (კერძოდ; ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.) რაიმე პროფესიიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

** ასაკობრივი ზღვარი: 22დან 33 წლამდე
** კანდიდატს (გოგოს/ბიჭს) უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.
** ენები: ქართული (კარგად) ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე)

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, საქმისადმი პატივისცემა
** მონდომებულობა, სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა

წარსადგენი დოკუმენტაცია:

კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: iosebaxalbedashvili1@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მობილურზე: 558 15 67 22

ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები.

ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

1. დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
4. დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე