აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 19 ივლ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პოზიციის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 წლის.
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:

** ახლო აღმოსავლეთის ისტორია (1 ვაკანსია - პროფესორი)
** ვალდებულებითი სამართალი (1 ვაკანსია - პროფესორი)
** თურქული ენა (2 ვაკანსია - პროფესორი; 1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი)
** მათემატიკა (1 ვაკანსია - პროფესორი)
** მათემატიკური ლოგიკა (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი)
** მარკეტინგი (2 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი)
** მენეჯმენტი (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი)
** მსოფლიო ისტორია და საქართველო ( 2 ვაკანსია - პროფესორი)
** პროგრამირება (1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი)
** რელიგია და პოლიტიკა (1 ვაკანსია - პროფესორი)
** სისხლის სამართალი (1 ვაკანსია - პროფესორი)
** ფინანსები (1 ვაკანსია - პროფესორი; 2 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი)
** ფიზიკა (1 ვაკანსია - პროფესორი)
** ფსიქოლოგია (1 ვაკანსია - პროფესორი)

განცხადებების მიღების ვადად განისაზღვროს 2018 წლის 14 ივლისიდან - 2018 წლის 19 ივლისის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

** ბიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
** შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** პუბლიკაციების ჩამონათვალი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება განხორციელდეს ელექტრონულად, შემდეგ ბმულზე - https://form.jotform.me/81623592218458

კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა განხორციელდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდეს გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართოს 2018 წლის 20 ივლისიდან - 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან ჩატარდეს 2018 წლის 26 ივლისიდან - 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. აკადემიურ პოზიციაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე