მძღოლი-დისტრიბუტორი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი-დისტრიბუტორი - გორი
მომწოდებელი: ლუანა
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 13 ივლ
სადისტრიბუციო კომპანია "ლუანა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. გორში.

შპს "ლუანა" ახორციელებს საკვები პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. კომპანია ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას როგორც მსხვილ, ასევე საშუალო სავაჭრო ქსელებში, აგრეთვე, მცირე ობიექტებსა და საბითუმო წერტილებში.

მოვალეობა: პრისეილერის მიერ აღებული შეკვეთების მიწოდება სავაჭრო წერტილებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 40 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** სამუშაო დროის განაწილების უნარი;

ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ:

** სამუშაო მოიცავს როგორც მანქანის მართვას, აგრეთვე ფიზიკურ შრომასაც;
** სამუშაო მდებარეობა: გორი;
** გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული თანხა + გატანილი ღირებულების პროცენტი (გამოსაცდელი ვადა იქნება ანაზღაურების გარეშე.)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: ltdluana@gmail.com და საგანში "(subject)" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე