მშენებელ-ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მშენებელ-ინჟინერი - ბათუმი
მომწოდებელი: CMC
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 10 ივლ
კომპანია "CMC" (Construction Management and Consulting) ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2009 წლიდან და სამშენებლო ბიზნესის მენეჯმენტის და კონსულტაციის სფეროში დღეს წამყვანი ადგილი უკავია. კომპანიას დღემდე 50-ზე მეტი მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 728 მლნ. დოლარს შეადგენს და 676 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. კომპანიის მთავარი მაღალპროფესიონალური მახასიათებელია ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტის დაგეგმილ ვადასა და დაგეგმილი ბიუჯეტით უმაღლესი ხარისხით შესრულება.

კომპანია CMC გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტის ყოველდღიური მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
** სამუშაოთა შესრულების ხარისხსა და პროგრესზე პროექტის მენეჯერთან ანგარიშგება;
** ობიექტის სამუშაოთა პროგრესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი.

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** AutoCAD-ის ცოდნა;
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ინიციატიურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cmc.ge არაუგვიანეს 2018 წლის 10 ივლისისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე