უმცროსი ფინანსური კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი ფინანსური კონსულტანტი
მომწოდებელი: Savvy Consulting
გამოქვეყნდა: 13 ივნ / ბოლო ვადა: 13 ივლ
"SavvY" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და თანამედროვე პროფესიონალური ბიზნესის მართვის სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა. კომპანიის მთავარი სტრატეგიაა ადამიანური რესურსების გამოყენებით ღირებულების შექმნა. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პროფესიონალიზმს და მუდმივ განვითარებას.

"SavvY" ეძებს უმცროს კონსულტანტს კომპანიის ფინანსურ დეპარტამენტებში დასასაქმებლად. იდეალურ კანდიდატს უნდა გააჩნდეს სწავლის და მუდმივი განვითარების სურვილი, იყოს მოტივირებული გახდეს ჩვენი გუნდის მომავალი წევრი და მოახდინოს პოზიტიური ცვლილება როგორც ქვეყანაში, ასევე გლობალურად.

წარმატებულ კანდიდატებს ჩვენ ვთავაზობთ:

** საინტერესო და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა დამატებით ბენეფიტებს
** მუდმივი პროფესიული განვითარების პროგრამების დაფინანსებას (ACCA, CFA, Harvard Business School ოფიციალურ კურსებს, PMP და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ონლაინ, ასევე Campus ტრენინგებს)
** მუშაობის ხარისხის შეფასების თანამედროვე სისტემას, რომლის გამოყენებით კანდიდატს აქვს სწრაფი კარიერული განვითარების და მისი მუშაობის ხარისხის მუდმივი ობიექტური შეფასების შესაძლებლობა.

დეტალური ინფორმაციისათვის და CV-ს ასატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: http://savvy.ge/careers_archive/junior-associate/?lang=ge#1522906127249-f1ec504f-ead0
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე